უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსი

    თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ადამაინის გენომის კვლევის  ცენტრში ხორციელდება უწყვეტი სამედიცინო განათლების  კურსი მოლეკულური გენეტიკური ტესტირება კლინიკურ პრაქტიკაში. კურსი საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ არის აკრედიტირებული  და მინიჭებული აქვს 15კრედიტ ქულა.

    რა არის კურსის მიზანი?

    გენეტიკური ტესტირების მნიშვნელობის გაცნობიერება კლინიკურ პრაქტიკაში; მოლეკულურ-გენეტიკური სადიაგნოსტიკო მეთოდების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

    რომელი მეთოდები იქნება განხილული?

    კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან: დნმ-ის ექსტრაქციას, დნმ-ის რაოდენობრივ ანალიზს, პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციაზე (PCR) დაფუძნებულ სადიაგნოსტიკო მეთოდებს, მათ შორის გენოტიპირებას, ერთეული ნუკლეოტიდური პოლიმორფიზმების (SNPs) დეტექციას, გენის ექსპრესიის ანალიზს და სხვა. გარდა ამისა, განხილული იქნება მოლეკულური ციტოგენეტიკის კვლევის მეთოდები.

    როგორია კურსის ფორმატი და ხანგრძლივობა?

    კურსის ხანგრძლივობაა 5 დღე (15 საათი). კურსი  ძირითადად შედგება ლაბორატორიული მეცადინეობებისგან. სტანდარტული მეცადინეობა მოიცავს მოიცავს ლექციებს (1 საათი) და ლაბორატორიული მეცადინეობებს (2 საათი). ლაბორატორიული მეცადინეობების დროს მონაწილე (ინსტრუქტორის ზედამხედველობით) თავად განახორციელებს კურსის ფარგლებში გათვალისწინებულ ლაბორატორიულ აქტივობებს.

    ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კურსში?         

    სამედიცინო და მომიჯნავე სპეციალობების დიპლომის მქონე ნებისმიერ პირს. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, თუმცა უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ)  ქულა (I კატეგორიის 15კრედიტ ქულა) მიენიჭება მხოლოდ ლაბორატორიული მედიცინის და სამედიცინო გენეტიკის სერტიფიკატის მქონე დიპლომირებულ მედიკოსებს.

    სად განხორციელდებ კურსი და როგორია ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა?

    ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, მათ შორის Real Time PCR სისტემა QuantStudio™3 (ThermoFisher Scientific, USA),  Qubit 3 Fluorometer (ThermoFisher Scientific, USA) და სხვა.

    კურსი განხორციელდება თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ადამიანის გენომის კვლევის ცენტრში

     რამდენი პირი მონაწილეობს კურსში?

    კურსში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა არის 4.

    რა არის კურსის ღირებულება?

    კურსის ღირებულებაა 500 (სუთასი) ლარი

    დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ–ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების  და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტს, მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი,  VII სართ.

    ან დარეკეთ:

    599298168

    ეკა კვარაცხელია

    კურსის ხელმძღვანელი

    Share on Google+Share on LinkedInShare on FacebookTweet about this on Twitter