დნმ-ის დღე ესეების კონკურსი საქართველო 2022

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება გიწვევთ ესეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.წელს, საქართველოში მერვედ ჩატარდება ესეების  კონკურსი, რომელიშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოს უნივერსიტეტებიდან.

    ესეების კონკურსი ემსახურება გენეტიკაში ცოდნის გაღრმავებას და  გენეტიკის მიმართულებების პოპულარიზაციას საქართველოში.  კონკურსის მიზანია  სტუდენტი გამოწვევის წინაშე დააყენოს, დააფიქროს გენეტიკური კვლევების როლზე და მისი გამოყენების მნიშვნელობაზე მედიცინის და საზოგადოებისთვის. ესე  უნდა შიცავდეს არსებით, კარგად დასაბუთებულ არგუმენტებს, რომელიც დაადასტურებს სტუდენტის მიერ იმ საკითხის  ღრმა ცოდნას, რომელიც კონკურსში გამოცხადებულ   თემებს შეეხება.

    თემები 2022:

    თემა I

    როგორ გვეხმარება დნმ კაცობრიობის უძველესი ისტორიის შესწავლაში?

    თემა II       

    „გენეტიკის მამა“, გრეგორ მენდელი, 200 წლის წინ დაიბადა ჩრდილოეთ მორავიაში (ახლანდელი ჩეხეთი). მის მიერ ბარდაზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა იმ დაკვირვებებამდე და დასკვნებამდე მიგვიყვანა, რომლებიც დღეს გენეტიკური მემკვიდრეობის ძირითად პრინციპებს წარმოადგენს. მენდელის ღვაწლის პატივსაცემად, ნიშან-თვისებებს და დარღვევებს, რომლებიც გამოწვეულია ერთი გენის ვარიაციით (მაგალითად, ჰანტინგტონის დაავადება, კისტური ფიბროზი) მენდელისეული ნიშან-თვისებები ან დარღვევები ეწოდება. ამას გარდა, არსებობს კომპლექსური ნიშან-თვისებები და დარღვევები (მაგალითად, დიაბეტი, ჰიპერტენზია), რომლებიც გამოწვეულია მრავალი გენის ვარიაციით და ხშირად გენების და გარემო ფაქტორების ურთიერთქმედებით.

    როგორ გვეხმარება მენდელის აღმოჩენები მენდელისეული დარღვევების გაგებაში?

    როგორ გვეხმარება მენდელისეული დარღვევების შესწავლა კომპლექსური დაავადებების გაგებაში?

    ესე უნდა პასუხობდეს  ამ ორი  საკითხიდან ერთ-ერთს  (სხვა საკითხებთან დაკავშირებული თემები არ განიხილება)

    თითოეული  ესე  შეიძლება  წარადგინოს არაუმეტეს ორმა ავტორმა

    პრიზები

    პირველი ადგილი – 300 ლარი

    მეორე ადგილი – 200 ლარი

    მესამე ადგილი  – 100 ლარი

     მნიშვნელოვანი  თარიღები

    16 თებერვალი  – ესეების კონკურსის გამოცხადება

    10 აპრილი  – ესეების წარდგენის ბოლო ვადა

    25 აპრილი – გამარჯვებულების გამოვლენა (შედეგები გამოქვეყნდება  ვებ საიტზე: www.geneticsgeorgi.org და ფეისბუქ გვერდზე:  @geneticsgeorgia)

    შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 599298168

    იხილეთ პირობები და დამატებითი ინფორმაცია

    Share on Google+Share on LinkedInShare on FacebookTweet about this on Twitter