თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები ESHG 2019 -ზე

    თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოც. პროფ-ებმა ეკა კვარაცხელიამ, თინათინ ტყემალაძემ, მოწვ. პედაგოგმა ქეთევან ქართველიშვილმა , სტუდენტებმა მერაბ კვინტრაძემ , სანდრო სურმავამ 2019 წლის 15-18 ივნისს მონაწილეობა მიიღეს  ESHG2019 ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, გეტებორგი, შვედეთი.  მათ კონფერენციაზე წარადგინეს  5 პოსტერული მოხსენება. სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების წარდგენით და ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების დაფინანსებით კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თსსუ-ის სტუდენტმა მერაბ კვინტრაძემ.  კონფერენციის ფარგლებში ასოც. პროფ. თ. ტყემალაძე და ე. კვარაცხელია მიწვეულები იყვნენ ადამიანის გენეტიკის ევროპის და აშშ-ს საზოგადოებების ყოველწლიურ შეკრებაზე, სადაც  წარადგინეს ანგარიში დეპარტამენტის და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების საქმიანობის შესახებ.

    კონფერენციაზე დისმორფოლოგიის ვორქშოპზე ასოც. პროფ.-მა თინათინ ტყემალაძემ წამატებით წარადგინა კლინიკური შემთხვევა, რომლის განხილვა განხოციელდა მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად.

    პოსტერებთან დისკუსია გამართეს და მომხსენებლებს კითხვები დაუსვეს ამსტერდამის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის გენომიკის პროფესორმა მარტინა კორნელიმ (ამსტერდამი, ნიდერლანდები), ლუვენის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ეთიკის ცენტრის ასოცირებულმა პროფესორმა პასკალ ბორიმ, ლუვენის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ეთიკის ცენტრის მკვლევარმა დავით ჩოკოშვილმა (ლუვენი, ბელგია) და სხვა მონაწილეებმა. მათ ყურადღება გაამახვილეს ასეთი კვლევების ჩატარების მნიშვნელობაზე საქართველოში.  სამომავლოდ დაიგეგმა ერთობლივი კვლევები.

    Share on Google+Share on LinkedInShare on FacebookTweet about this on Twitter