ვორქშოფი: ხელოვნური ინტელექტის (Face2Gene) გამოყენება იშვიათი დაავადების დიაგნოზირებაში

    2018 წლის 25 სექტემბერს, 13:00 თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის საბჭოს დარბაზში, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ვორქშოფი: ხელოვნური ინტელექტის (Face2Gene) გამოყენება იშვიათი დაავადების დიაგნოზირებაში. ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ და პრაქტიკულად გამოიყენებინათ Face2Gene პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდება პაციენტის ფოტოსურათების და კლინიკური ინფორმაციის პორტალში შეყვანა. აღნიშნული პროგრამა ალგორითმების მეშვეობით ახდენს ინფორმაციის ანალიზს და გამოაქვს სავარაუდო დიფერენციალური დიაგნოზი. პროგრამა წარმოადგენს დამხმარე საშუალებას მოვახდინოთ დიზმორფული ნიშნების მქონე პაციენტების დიაგნოსტირება ფენოტიპური ინფორმაციის გამოყენებით.
    ვორქშოფის წამყვანი: თინათინ ტყემალაძე, MD, PhD
    შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: tikatkem@gmail.com

    Share on Google+Share on LinkedInShare on FacebookTweet about this on Twitter