ევროპის ესეების კონკურსი 2017

    ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელი (10-12 კლასი) მოსწავლეების და მათი პედაგოგების საყურადღებოდ!!! ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების მიერ გამოცხადდა დნმ-ის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ესეების კონკურსი. შეგახსენებთ, რომ ევროპის ესეების კონკურსი 2016-ის მონაცემებით მონაწილეთა რაოდენობი მიხედვით საქართველომ მეოთხე ადგილი დაიკავა და ასევე, თბილისის მწვანე სკოლის მოსწავლე სანდრო სურმავა საპატიო ხუთეულში დასახელდა. ვისაც გაქვთ ინტერესი გენეტიკური მეცნიერებების მიმართ შესაძლებლობა გეძლევათ მონაწილეობა მიიღოთ ამ პრესტიჟულ კონკურსში, რომელიც უკვე მეათედ ტარდება ევროპაში და გამარჯვების შემთხვევაში მიიღოთ ფულადი ჯილდო: I ადგილი – 300 ევრო (პედაგოგს 1000 ევრო); II ადგილი 200 ევრო (პედაგოგს 800 ევრო); III ადგილი 100 ევრო (პედაგოგს 500 ევრო). ესეების კონკურსის პარტნიორია სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ გვერდზე: http://www.dnaday.eu/640.0.html

    Share on Google+Share on LinkedInShare on FacebookTweet about this on Twitter